12 კმ საჯომარდო ტრასა
ფასანაური
Admiral Rafting Group – თქვენი დაუვიწყარი თავგადასავალი არაგვზე!
Admiral Rafting Group 2018 წლიდან მასპინძლობს ყველას, ვისაც ჯომარდობა, აქტიური დასვენება და ახალი გამოცდილებები უყვარს. ფასანაურში, არაგვის სანაპიროზე, შევქმენით სივრცე, სადაც შეგიძლიათ გამოსცადოთ ჯომარდობა, გაატაროთ დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.
ჩვენთან ჯომარდობისთვის გამოცდილება აუცილებელი არ არის. საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე, გამოცდილი ინსტრუქტორები მოგამზადებენ დაშვებისთვის, გაგაცნობენ უსაფრთხოების წესებს და მთელი მარშრუტის განმავლობაში თქვენთან ერთად იქნებიან.
უსაფრთხოება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ვიყენებთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ეკიპირებასა და აღჭურვილობას და თითოეული დაშვების წინ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მომზადებასა და ინსტრუქტაჟს.
Admiral Rafting Group-ის ბანაკი ფასანაურში, არაგვის სანაპიროზე მდებარეობს – თბილისიდან დაახლოებით საათ-ნახევრის სავალზე. მოსახერხებელი მდებარეობა საშუალებას გაძლევთ, ქალაქიდან მარტივად დაგეგმოთ ერთდღიანი გასვლა და სულ მცირე დროში სრულიად განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდეთ.
მთები, არაგვი, სუფთა ჰაერი და მწვანე გარემო ფასანაურს განსაკუთრებით კარგ ადგილად აქცევს აქტიური დასვენებისთვის. აქ შეგიძლიათ ქალაქის ხმაურს გაერიდოთ, გამოსცადოთ ჯომარდობა და მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად დღე ბუნებაში გაატაროთ.
ჯომარდობა შესაძლებელია 5 წლიდან, მშობლის თანხლებით.
არც ცურვის ცოდნა და არც წინასწარი გამოცდილება აუცილებელი არ არის. დაშვებამდე ჩვენი ინსტრუქტორები აგიხსნიან უსაფრთხოების წესებს, გაგაცნობენ საჭირო ინსტრუქციებს და მოგამზადებენ ჯომარდობისთვის.
თან იქონიეთ კომფორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მშრალი გამოსაცვლელი ტანსაცმელი და პირსახოცი. ჯომარდობისთვის საჭირო სპეციალური ეკიპირება ადგილზე დაგხვდებათ.
ჯომარდობის დასაჯავშნად და სასურველი თარიღის შესათანხმებლად დაგვიკავშირდით ნომერზე +995 595 88 98 79.
ᲨᲔᲡᲐᲜᲘᲨᲜᲐᲕᲘ
88 მიმოხილვის საფუძველზე
გამოქვეყნებულია Google-ზე![]()
levan KapanadzeTrustindex ადასტურებს, რომ მიმოხილვის ორიგინალური წყაროა Google.
საუკეთესო ხალხი, საუკეთესო მომსახურეობა. ჩემი დიდი რეკომენდაცია ადმირალის გუნდს!გამოქვეყნებულია Google-ზე![]()
eka dzamukashviliTrustindex ადასტურებს, რომ მიმოხილვის ორიგინალური წყაროა Google.
გულითადი მადლობა Admiral Rafting-ს ასეთი ზღაპრული დღისთვის! მე და ჩემმა მეგობრებმა იმდენი დადებითი ენერგია და ემოცია მივიღეთ, რომ კიდევ დიდხანს გაგვყვება. უზომოდ ვისიამოვნეთ თითოეული წუთით. ასეთ პროფესიონალ და ამავდროულად თბილ ადამიანებთან შეხვედრა ნამდვილი საჩუქარია. ყველას მთელი გულით გირჩევთ! 🙌❤️გამოქვეყნებულია Google-ზე![]()
Elene ChikovaniTrustindex ადასტურებს, რომ მიმოხილვის ორიგინალური წყაროა Google.
დიდი რეკომენდაცია ჩემგან❤️ ადმირალმა არაჩვეულებრივი თავგადასავალი გვაჩუქა მე და ჩემს მეგობრებს. თვითონ ჯომარდობა უსაფრთხო პროფესიონალ ინსტრუქტორებთან ერთად. ამასთან მდინარე, მზე, ნაპირი, გართობა, განტვირთვა, გემრიელი საჭმელი. ეს ყველაფერი ერთ სივრცეში❤️❤️☀️☀️ მადლობა დიდი❤️❤️გამოქვეყნებულია Google-ზე![]()
Megi RokvaTrustindex ადასტურებს, რომ მიმოხილვის ორიგინალური წყაროა Google.
❤️გამოქვეყნებულია Google-ზე![]()
Mariam ZhizhiashviliTrustindex ადასტურებს, რომ მიმოხილვის ორიგინალური წყაროა Google.
საუკეთესო პროფესიონალთა გუნდი ♥️გამოქვეყნებულია Google-ზე![]()
Mariam BeradzeTrustindex ადასტურებს, რომ მიმოხილვის ორიგინალური წყაროა Google.
If you’re planning a rafting trip, Admiral Rafting is definitely the way to go. The safety briefing was clear and thorough, which put everyone at ease right away, even first-timers. Excellent organization, great gear, and a wonderful team atmosphere overall. 10/10 experience!გამოქვეყნებულია Google-ზე![]()
keti shvelidzeTrustindex ადასტურებს, რომ მიმოხილვის ორიგინალური წყაროა Google.
ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სახალისო გამოცდილება იყო 😍 ადმირალის გუნდმა ისეთი ნდობა და უსაფრთხოების განცდა შეგვიქმნა, რომ ჩემი მეგობარიც კი დათანხმდა ჯომარდობას, რომელსაც მანამდე პანიკურად ეშინოდა 😁 გარემოც ძალიან საყვარელი და სასიამოვნოა, ისეთი ადგილი, სადაც ჯომარდობის გარეშეც სიამოვნებით მივიდოდი და მთელ დღეს გავატარებდი. დიდი მადლობა ამ გამოცდილებისთვის ❤️გამოქვეყნებულია Google-ზე![]()
SKlTTLESTrustindex ადასტურებს, რომ მიმოხილვის ორიგინალური წყაროა Google.
The best experience ever 😉 safe, fun and remarkable. I rafted withbmy wife and daughter and all of us enjoyed equally. Have funგამოქვეყნებულია Google-ზე![]()
Gideon BrettlerTrustindex ადასტურებს, რომ მიმოხილვის ორიგინალური წყაროა Google.
Amazing experience! Super nice guys, really fun. Our trip was a bit less than hour. Beautiful views and crystal clear water. Note that its a bit hard to find-no signs from the main road or elswhere. Trust tbe google map location
ყველა უფლება დაცულია © 2026 – დამზადებულია ნუევოში.
დაგვიკავშირდით და ოპერატორი დაგეხმარებათ ადგილის დაჯავშნაში.