Admiral Rafting Group – თქვენი დაუვიწყარი თავგადასავალი არაგვზე!
Admiral Rafting Group 2018 წლიდან მასპინძლობს ყველას, ვისაც ჯომარდობა, აქტიური დასვენება და ახალი გამოცდილებები უყვარს. ფასანაურში, არაგვის სანაპიროზე, შევქმენით სივრცე, სადაც შეგიძლიათ გამოსცადოთ ჯომარდობა, გაატაროთ დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.
ჩვენთან ჯომარდობისთვის გამოცდილება აუცილებელი არ არის. საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე, გამოცდილი ინსტრუქტორები მოგამზადებენ დაშვებისთვის, გაგაცნობენ უსაფრთხოების წესებს და მთელი მარშრუტის განმავლობაში თქვენთან ერთად იქნებიან.
უსაფრთხოება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ვიყენებთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ეკიპირებასა და აღჭურვილობას და თითოეული დაშვების წინ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მომზადებასა და ინსტრუქტაჟს.