8 კმ საჯომარდო ტრასა

ფოტო 3

8 კმ საჯომარდო თავგადასავალი არაგვზე

აღმოაჩინეთ არაგვის ხეობა განსხვავებული რაკურსით და გამოსცადეთ ჯომარდობის ემოცია ფასანაურში. 8 კმ-იანი საჯომარდო მარშრუტი აერთიანებს მდინარის დინამიკურ მონაკვეთებს, ულამაზეს ბუნებასა და გუნდურ თავგადასავალს.

ტური შესაფერისია როგორც დამწყებთათვის, ისე მათთვის, ვისაც უკვე აქვს ჯომარდობის გამოცდილება. დაშვებამდე ჩვენი პროფესიონალი ინსტრუქტორები ჩაგიტარებენ უსაფრთხოების ინსტრუქტაჟს, ხოლო მთელი მარშრუტის განმავლობაში თითოეულ ნავს გამოცდილი ინსტრუქტორი გაუძღვება

    რას მოიცავს

    • ინსტრუქტორის მომსახურება
    • აღჭურვილობა
    • ფოტოები
    • დაზღვევა

    ვიდეო ინსტრუქცია

    ტურის დეტალები

    • ხანგრძლივობა: 30-40 წთ
    • მინიმალური ასაკი: 5 (მშობლის დასწრებით)
    • ჯამური მანძილი: 8კმ
    • ლოკაცია: ფასანაური
    • სირთულე: მარტივი/საშუალო
    • პერსონა: 4-6

    360°

    ხშირად დასმული კითხვები

    ჯომარდობა შესაძლებელია 5 წლიდან, მშობლის თანხლებით.

    არც ცურვის ცოდნა და არც წინასწარი გამოცდილება აუცილებელი არ არის. დაშვებამდე ჩვენი ინსტრუქტორები აგიხსნიან უსაფრთხოების წესებს, გაგაცნობენ საჭირო ინსტრუქციებს და მოგამზადებენ ჯომარდობისთვის.

    თან იქონიეთ კომფორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მშრალი გამოსაცვლელი ტანსაცმელი და პირსახოცი. ჯომარდობისთვის საჭირო სპეციალური ეკიპირება ადგილზე დაგხვდებათ.

    ჯომარდობის დასაჯავშნად და სასურველი თარიღის შესათანხმებლად დაგვიკავშირდით ნომერზე +995 595 88 98 79.